„წითელი ვარდების სასაფლაო ჯერ არ მოურწყავთ და მალე უნდა მოირწყას! ერიდეთ დიდი თავშეყრის ადგილებს“ - გოგა მანიას შოკის მომგვრელი წინასწარმეტყველება
საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე.
მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.
იგი ამჯერად ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს:
„08.01.2025 წლის ჩანაწერი, ახალი წინასწარმეტყველება.
წითელი ვარდების სასაფლაო, ჯერ არ მოურწყავთ და მალე უნდა მოირწყას!! გაუფრთხილდით ერთმანეთს, უმძიმესი ხილვა მქონდა!
მეტად დაიცავით და გაუფრთხილდით ერთმანეთს.
ერიდეთ დიდი თავშეყრის ადგილებს ( მე მხოლოდ გაფრთხილებთ და გაფრთხილდით!) სიკეთეს გისურვებთ! რაც არ უნდა იყოს … საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“, - წერს გოგა მანია.