რეგისტრაცია

“ვერ ვიჯერებ, ეს რა ხდება?” – “პსჟ”-ს საფრანგეთში ხვიჩა კვარაცხელიას გამო უჩივიან

“ვერ ვიჯერებ, ეს რა ხდება?” – “პსჟ”-ს საფრანგეთში ხვიჩა კვარაცხელიას გამო უჩივიან
27 Feb 2025, 22:10

პრესტიჟული ფრანგული გამოცემა L’ÉQUIPE ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც საფეხბურთო კლუბი “ლიონი” ხვიჩა კვარაცხელიას გამო აპირებს “პსჟ”-ს ფეხბურთის პროფესიულ ლიგაში (LFP) უჩივლოს.

მათი აზრით, კვარაცხელიას “ლიონთან” თამაშის უფლება არ ჰქონდა.

LFP-ს ლეგალურმა კომიტეტმა უნდა განიხილოს ლიონის საჩივარი. “ეკიპმა” ნახა მეილი, რომელიც ლიონის პრეზიდენტმა ჯონ ტექსტორმა შესაბამის კომიტეტს გაუგზავნა.

წერილში ნათქვამია, რომ კვარაცხელიას ტრანსფერი ნაპოლიდან მხოლოდ კლუბის იმ ფინანსური რესურსიდან მოხდა, რომელიც საფრანგეთში აკრძალულია – საუბარია უცხოური სუფსიდირების აკრძალვაზე. ტექტორი მიიჩნევს, რომ ამ ტრანსფერის დადასტურება თავად LFP-ს ადმინისტრაციულ წესებს არ შეესაბამება. ოლიმპიკი იშველიებს ორგანიზაციის 556-ე და 560-ე პარაგრაფებს.


აგრეთვე იხილეთ: