რეგისტრაცია

ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია - დაღუპულია, სულ მცირე, 37 ადამიანი - ავტობუსი შემხვედრ ზოლში გადავიდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა

ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია - დაღუპულია, სულ მცირე, 37 ადამიანი - ავტობუსი შემხვედრ ზოლში გადავიდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა
02 Mar 2025, 18:52

ბოლივიაში, პოტოსის რეგიონში, ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. დაღუპულია, სულ მცირე, 37 და დაშავებულია 39 ადამიანი, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი ავტობუსი შემხვედრ ზოლში გადავიდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა.

პოტოსის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაღუპულთა და ჰოსპიტალიზებული დაშავებულების იდენტიფიცირებაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.


აგრეთვე იხილეთ: