ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც უკრაინიდან სკანდალით წამოსული მომღერლის მესამე ცოლი გახდა და ახლა საქართველოს მოქალაქეობას ელოდება?

უკრაინული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი ოლეგ კენზოვი სკანდალში გაეხვა, მიზეზი ქვეყნის დატოვება და მესამე ცოლია, რომელიც ეროვნებით ქართველია. მომღერლის ყოფილმა მეუღლემ, რომელსაც უკრაინაში Dj Madonna-თი იცნობენ, დაშორების შემდეგ პირველად ისაუბრა ყოფილი ქმარზე და მისი პირადი ცხოვრების დეტალები გაამხილა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისას, კენზოვი თავდაპირველად ცდილობდა უკრაინულ ენაზე ემღერა, გმობდა რუსეთის შეჭრას ქვეყანაში და პატრიოტულ სიმღერებსაც კი ქმნიდა.
- თუმცა, მალევე რიტორიკა შეიცვალა და საზღვარგარეთ გადასახლდა, შემდეგ კი რუსულ ენაზე დაიწყო სიმღერა. ის არ ერიდებოდა პუტინისტებთან სცენაზე დადგომას და უკრაინა დაივიწყა.
მომღერლის ყოფილმა ცოლმა, უკრაინის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კენზოვი ამჟამად საბერძნეთში იმყოფება. უფრო მეტიც, მან აღნიშნა, რომ კენზოვი ცდილობს მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა – კერძოდ, მან იქორწინა ქართველ ქალზე და მათ უკვე ჰყავთ შვილი.
"ის ახლა საბერძნეთშია. მესამე ცოლი ქართველია. საქართველოს მოქალაქეობაზე შეიტანა განცხადება. უკვე ბავშვიც შეეძინათ," – ამბობს Dj Madonna.
ყოფილი მეუღლე აღშფოთებულია იმით, რომ ზოგიერთი უკრაინელი კვლავ მეგობრობს კენზოვთან, თუმცა იმედი აქვს, რომ სკანდალურ არტისტის ადგილი უკრაინაში აღარ ექნება.
- ჩვენი ინფორმაციით, კენზოვის მეუღლე საბერძნეთში მცხოვრები ეროვნებით ქართველი ქალი მედეა თიბუნაშვილია. როგორც მისი სოციალური ქსელიდან გავარკვიეთ, ის საბერძნეთში 2014 წლიდან ცხოვრობს.
რაც შეეხება, კენზოვს, ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ რამდენიმე ვიდეოში ჩანს, რომ საქართველოშია. ფოტოებზე კი სადაც ცოლთან ერთად ჩანს, ქართული კომენტარები აქვს.
„საქართველო გიხდება. შენი ცოლი კი უბრალოდ მშვენიერია. თქვენი შვილი კიდევ უფრო ლამაზი იქნება.“ - წერენ კომენტარებში.