მისი სიკვდილი მიდგას თვალწინ“ – გოგა მანიას კიდევ ერთი წინასწარმეტყველება, რომელიც სიტყვა-სიტყვით ასრულდა!

როდესაც მეტეხის ხიდიდან წყალში მანქანით ახალაგაზრდა ბიჭი გადავარდა და გარდაიცვალა, ეზოთერიკოს გოგა მანიას გამომწერებს იანვარში მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი გაახსენდათ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მტკვარში მანქანას ხედავდა.
ამჯერად, 9 მარტს, გოგა მანიამ შემდეგი შინაარსის წინასწარმეტყველება გამოაქვეყნა – „ბიზნესმენის გარდაცვალება – მას დახვდებიან აუცილებლად და პირდაპირ მისი გარდაცვალება მიდგას თვალწინ“.
14 მარტს კი ვაკეში, სახლთან დახვდნენ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმას, რომელიც რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში არაერთ ბიზნესს ფლობდა.