რეგისტრაცია

კვერცხის დიეტა - 1 კვირაში მინუს 5 კგ

კვერცხის დიეტა - 1 კვირაში მინუს 5 კგ
22 Jun 2025, 09:50

კვერცხის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი საშუალებაა მოკლე დროში ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად. მის ეფექტურობას მეტაბოლური პროცესები განაპირობებს, რომლებსაც ეს პროდუქტი იწვევს ორგანიზმში. თუმცა, ეს დიეტური გეგმა ხანგრძლივი დროისთვის არ არის რეკომენდებული.

დიეტის 7-დღიანი გეგმა:

დღე 1

• საუზმე: 1 ჭ უცხიმო რძე, 2 მოხარშული კვერცხი, 1 ფორთოხალი

• სადილი: 170 გ მოხარშული ქათამი კანის გარეშე და 1 ჭ იოგურტი

• ვახშამი: 1 ფორთოხალი, 1 კვერცხი და 140 გრ მოხარშული ქათამი

დღე 2

• საუზმე: 1 ლიმონის წვენისა და 1 ჭ თბილი წყლის ნარევი, 2 მოხარშული კვერცხი

• სადილი: 1 გრეიპფრუტი, 140 გრ მოხარშული თევზი

• ვახშამი: 3 მოხარშული კვერცხი

დღე 3

• საუზმე: 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 ლიმონის წვენი, 2 მოხარშული კვერცხი

• სადილი: 1 გრეიპფრუტი, 170 გრ მოხარშული ძროხის ხორცი

• ვახშამი: 3 მოხარშული კვერცხი

დღე 4

• საუზმე: 3 კვერცხის ტაფამწვარი ხახვითა და მწვანილებით

• სადილი: 140 გრ მოხარშული ქათმის ხორცი და სალათა

• ვახშამი: 2 ფორთოხალი და 1 მოხარშული კვერცხი

დღე 5

• საუზმე: 1 ჭ არაჟანი, 2 მოხარშული კვერცხი, 2 სტაფილო

• სადილი: 1 ჭ ახლად დაწურული ფორთოხლის წვენი, 2 სტაფილო

• ვახშამი: 1 მოხარშული კვერცხი, 90 გრ მოხარშული თევზი

დღე 6

• საუზმე: 1 ჭ ახლად დაწურული ფორთოხლის წვენი, 140 გრ უცხიმო იოგურტი

• სადილი: 2 გრეიპფრუტი, 2 მოხარშული კვერცხი

• ვახშამი: ჭიქა წყალი

დღე 7

• საუზმე: ½ გრეიპფრუტი, 2 კვერცხი

• სადილი: 1 ფორთოხალი, 170 გრ ძროხის ხორცი

• ვახშამი: ჭიქა წყალი

სითხის დიდი ოდენობით მოხმარება ამ დიეტას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. დალიეთ მეტი წყალი. 7-დღიანი დიეტის შემდეგ შეგიძლიათ კვების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეთ. რეკომენდებულია რამდენიმე დღე ცოტაოდენი მოხარშული კვერცხის მიღება.


აგრეთვე იხილეთ: