რეგისტრაცია

საპატრიარქო ყველასთვის სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს,

საპატრიარქო ყველასთვის სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს,
25 Jun 2025, 11:23

საპატრიარქოს უწყებანი სქემმონაზონი გრიგოლ ციმაკურიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

ამა წლის 23 ივნისს გარდაიცვალა თბილისის (თაბორის მთაზე მდებარე) მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წევრი, სქემმონაზონი გრიგოლი (ციმაკურიძე). სქემმონაზონი გრიგოლი დაიკრძალება ხუთშაბათს, 26 ივნისს, 14:00 საათზე ამავე მონასტრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ სქემმონაზონ გრიგოლის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოსა და განსვენებულის ოჯახს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული სქემმონაზონი გრიგოლი“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.


აგრეთვე იხილეთ: