პარკინგის გამო მეზობელმა მეზობელი მოკლა,რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს.

თბილისში, ისნის რაიონში მეზობელმა მეზობელმა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, სასტიკ ანგარიშსწორებას წინ მეზობლებს შორის შელაპარაკება უძღოდა.
40 წლამდე მამაკაცებს შორის ჩხუბი პარკინგის გამო დაიწყო და მკვლელობით დასრულდა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დანაშაული ცხელ კვალზე გახსნილია. როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება ორი, სსკ-ის 108-ე და 236 -ე მუხლებით დაიწყო.
რაც შეეხება ბრალდებულს, ის დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.