"დაიწყეთ დილა ამით.. მიიღეთ საუზმემდე 30 წუთით ადრე" - ნატა გაგუა ძალიან სასარგებლო რეცეპტს გვიზიარებს

"დაიწყეთ დილა ამით.. მიიღეთ საუზმემდე 30 წუთით ადრე" - ნატა გაგუა ძალიან სასარგებლო რეცეპტს გვიზიარებს
ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" გვასწავლის რეცეპტს, რომელიც გაჯანსაღებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებაში გვეხმარება.
ინგრედიენტები:
1 ჩაის კოვზი სელის თესლი
1 ჩაის კოვზი ჩიას თესლი
200-250 გრამი წყალი, სასურველია,თბილი
ნახევარი ლიმონის წვენი
"ეს ნაყენი საღამოს მოვამზადოთ და დილით პირველი ეს უნდა მივიღოთ საუზმემდე 30 წუთით ადრე. შეგიძლიათ 3 კვირა ყოველდღე მიირთვათ და შემდეგ 2 კვირა დაისვენოთ. კარგი იქნება, თუ ამ მარცვლებს დაღეჭავთ. ნახავთ, ერთ კვირაში გასაოცარი შედეგი გექნებათ", - ამბობს ნატა გაგუა.