„ყველაზე ფერადი ადამიანი დაკარგა დედამიწამ...“ - უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ოპერატორი, ნინი ლომიძე გარდაიცვალა

ოპერატორი ნინი ლომიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეგობრები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, გაზის გაჟონვაა.
სტუდენტის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გაავრცელა თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯმა.
ახალგაზრდა გოგოს კოლეგები, მეგობრები ემშვიდობებიან.
„ეს ფოტო „მთავარის“ ეზოში გადავიღეთ. პირველი ვინც გავიცანი ნინი იყო, სულ მამხნევებდა და სულ მეუბნებოდა მაგარი ჟურნალისტი იქნებიო, მე კი სულ მჯეროდა რომ აუცილებლად ნინის გადაღებულ ფილმებს ვნახავდი.
სილაღით სითბოთი სიყვარულით აღსავსვე ნინი. კიდევ ვერ ვიჯერებ მოუსვენარი გოგო დიდი ზურგჩანთით, რომელიც მსოფლიოს მოვლას გეგმავდა, სადაც მიდიოდა ყველგან პოზიტივი მიჰქონდა. ნი, მუდამ ჩემს გულში იცხოვრებ“,- წერს თათია როინაშვილი.
„მართლა არ მჯერა რომ ამას ვწერ. ნათელში იყავი მოუსვენარო და ახლის მაძიებელო. ძალიან გვაწყენინე ყველას. ძალიან კარგი იყო შენთან ერთად მუშაობა და შენთან ერთად გატარებული ზაფხული. ძალიან, ძალიან დააკლდები დედამიწას შენი მოუსვენარი ხასიათით და ულამაზესი კადრებით. მშვიდად განისვენე კოლეგა“,- წერს ირინე ჯაფარიძე.