რეგისტრაცია

"ვიცი მათი გვარები და სახელები , ვინც..." - ლელა კაკულია შოკისმომგვრელ განცხადებას აკეთებს

"ვიცი მათი გვარები და სახელები , ვინც..." - ლელა კაკულია შოკისმომგვრელ განცხადებას აკეთებს
05 Dec 2024, 13:42
„ლელა კაკულია: ზუსტად ვიცი, გვარებითა და სახელებით, ვინც მებრძვის და მიპირისპირდება

ინტერვიუ არქივიდან

გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, 2008 წლის ნოემბერი.

— ქალბატონო ლელა, მოდით, დავიწყოთ იმით, რისი თქმაც „რუსთავი-2-ის“ პირდაპირ ეთერში ძალიან გსურდათ, მაგრამ არ დაგცალდათ. ვგულისხმობ მაგისტრალის მშენებლობას, რომელმაც სომხეთი, აჭარისა და ახალციხის გავლით, თურქეთს უნდა დააკავშიროს.

დიახ, მე მინდოდა მიმეწვდინა ხმა ყველასთვის, ვისაც ეს ეხება: რაღა მაინცდამაინც ახლა და თანაც აჭარა-ახალციხის გავლით მოინდომეს სომხებმა თურქეთში გასვლა. ვერ ხვდებით, რა დევს ამაში? რა და მეორე აფხაზეთი და მეორე სამაჩაბლო! გამომდინარე აქედან, ამ მაგისტრალის აშენება არაფრით არ შეიძლება. ჭკუა ვეღარ უნდა ვისწავლოთ? ასე ჩაგვისახლდებიან საქართველოში, გავა მერე ორმოცდაათი წელი, ან ერთი საუკუნე, და სამაჩაბლოსი და აფხაზეთისა არ იყოს, დაიწყებენ ავტონომიების მოთხოვნას და ქართული მიწის დანაწევრებას. ზღვაზე გასასვლელი ყველას უნდა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ საქართველოს წილ ზღვაზე ყოფნა ბედისწერაზე სხვას არავის აწერია. ასე იყო და ასე იქნება!



აგრეთვე იხილეთ: