რეგისტრაცია

რა გახდა ორსული გოგონას გარდაცვალების მიზეზი – კლინიკის დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს

რა გახდა ორსული გოგონას გარდაცვალების მიზეზი – კლინიკის დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს
16 Nov 2024, 20:53

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ქუ­თა­ის­ში. 28 წლის შო­რე­ნა ონი­ა­ნი, რომ­ლის გა­დარ­ჩე­ნა­საც მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბის შემ­დეგ ექი­მე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე ცდი­ლობ­დნენ, გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა.რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში ონი­ანს ნა­ად­რე­ვად ტყუ­პი შე­ე­ძი­ნა. მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში შო­რე­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ, ოჯახს ურ­ჩი­ეს, რომ სას­წრა­ფოდ თურ­ქეთ­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ. შო­რე­ნა ტრა­პი­ზო­ნის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­როს ხელ­მძღვა­ნელს, ბა­ტონ ირაკ­ლი მერ­კვი­ლა­ძეს, მისი თქმით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

– ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­მძი­მეს ოჯა­ხი მომ­ხდარ­ში ექიმს ადა­ნა­შა­უ­ლებს, მის დას­ჯას ითხოვს და და­უ­დევ­რო­ბა­ზე სა­უბ­რობს, რა გახ­და ორ­სუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი?

– ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რა გახ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­საკ­ვლე­ვია, რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ ეს არის, რომ გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოხ­და ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში. ამ­ჟა­მად მომ­ხდარ ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა უნდა ჩა­ტარ­დეს, ამას აკე­თებს პო­ლი­ცია და პა­რა­ლე­ლუ­რად მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს მიერ. მათ­თვის ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მი­წო­დე­ბუ­ლია, ეს პრო­ცე­სი ახლა მი­დის და სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი, როცა ეს დე­ტა­ლე­ბი იქ­ნე­ბა გა­მოკ­ვლე­უ­ლი.

– რას ამ­ბობს თა­ვად ექი­მი?


აგრეთვე იხილეთ: