ახლახან თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ანტალიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ბიძგების სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:51 საათზე მოხდა.
ეპიცენტრი მიწის ქვეშ 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევის ან დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.