რეგისტრაცია

რომელი დღეები იქნება 2025 წლის აგვისტოში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, სიფრთხილე გამოვიჩინოთ

რომელი დღეები იქნება 2025 წლის აგვისტოში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, სიფრთხილე გამოვიჩინოთ
27 Jul 2025, 20:06

2025 წლის აგვისტოს მთვარის კალენდარი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, გამოიყენოთ ხელსაყრელი დღეები იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ და თქვენი მიზნები განახორციელოთ.

2025 წლის აგვისტოს მთვარის ფაზები:
კლებადი მთვარე 10–22 აგვისტო
ახალი მთვარე 23 აგვისტო
მზარდი მთვარე 1-8 აგვისტო
სავსე მთვარე 9 აგვისტო


ყველაზე ხელსაყრელი დღეები:
2025 წლის აგვისტოს მთვარის კალენდრის მიხედვით გამოყოფილია რამდენიმე დღე, როდესაც ახალი საქმის დაწყება, თვითგანვითარებაზე ზრუნვა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება იმაზე გაცილებით წარმატებული და ხელსაყრელი იქნება, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.

ეს დღეებია: 3, 13, 14, 20 და 27 აგვისტო.

 3 აგვისტო - პროექტებისა და ოჯახური საქმეების დაწყება

ამ დღის ენერგია დაგეხმარებათ, როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ და თქვენი ოცნებებისაკენ პირველი ნაბიჯები გადადგათ.

13 აგვისტო - გუნდური მუშაობა და ახალი იდეები

ხელსაყრელი დღეა ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, კოლექტიური აქტივობებისა და პროექტების დასაწყებად. მთავარია, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. წინ ძალიან საინტერესო ეტაპი გელოდებათ.

14 აგვისტო - კარიერა და მოქმედების ენერგია

შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, კარიერული წინსვლისა და საკუთარი თავის უკეთ გამოხატვისათვის.

 2025 წლის აგვისტოს არახელსაყრელი დღეები:
ზაფხულის ბოლო თვის განმავლობაში, მთვარის კალენდრის მიხედვით, არახელსაყრელი დღეები იქნება: 2, 5, 8, 16, 23, 26, 28 აგვისტო.

განსაკუთრებით დაძაბული 8, 23 და 28 რიცხვებია, როდესაც მთვარის გავლენა განსაკუთრებით ძლიერდება და ადამიანები მომატებულ შფოთვასა და ემოციურობას გრძნობენ...ვრცლად


აგრეთვე იხილეთ: