“გოგო და ბიჭი დაიღუპა, მძღოლიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში გადაუყვანიათ”
როგორც “გურია ნიუსი” უკვე წერდა, 2 იანვარს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლოტკინის დასახლებაში.
ჩვენთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი _ ავარიის შედეგად დაღუპულია ორი ახალგაზრდა _ გოგო და ბიჭი.
“გოგო და ბიჭი დაიღუპა, მძღოლიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში გადაუყვანიათ”, _ გვითხრა თვითმხილველმა.
“გურია ნიუსი” შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.