რეგისტრაცია

"ერთხელ მითხრა, რომ რუსეთი ყველაზე დიდი მტერია საქართველოსი!" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი პატრიარქზე

"ერთხელ მითხრა, რომ რუსეთი ყველაზე დიდი მტერია საქართველოსი!" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი პატრიარქზე
05 Jan 2025, 14:52

გუშინ, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს დაბადების დღე იყო. ამასთან დაკავშირებით ნიკოლოზ რაჭველმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"მიყვარს იუბილარი! მიუხედავად ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ინსტიტუციის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულებისა, მახსოვს და მენატრება მასთან დაკავშირებული (ჩემი მიმართებით) მისტიური თავგადასავლები!.. და მიყვარს მისი “ავე მარია” ჩემი გაორკესტრებით…

ძალიან უხაროდა და მოწონდა… ერთხელ მითხრა (პირადად, თუმცა რამდენიმე სასულიური პირის თანდასწრებით), რომ რუსეთი სატანას ემსახურება და ყველაზე დიდი მტერია საქართველოსი! კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი რამ უთქვამს სხვადასხვა დროს… "- წერს ნიკოლოზ რაჭველი.


აგრეთვე იხილეთ: