"არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს. ვიზიარებ ოჯახის და მათი ახლობლების მწუხარებას" - სალომე ზურაბიშვილი
"არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს. ვიზიარებ ოჯახის და მათი ახლობლების მწუხარებას" - წერს სალომე ზურაბიშვილი
ცნობისთვის,ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი მოედო. ხის სახლი მოკლე დროში სრულად დაიწვა.