"ერთ-ერთი დაკავებული დანითაა დაჭრილი... ისინი რუს ცოლ-ქმარს კარგად იცნობდნენ... ერთ-ერთი ვერსიით, ეს ამბავი ნარკორეალიზაციას უკავშირდება. ნარკოტიკების საფუძველზე რაღაც უთანხმოება მოუვიდათ“ - მესტიაში მომხდარ თავდასხმასთ
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან მომხდარი თავდასხმის საქმეზე ორი ადამიანია დაკავებული. Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის დაკავებულები არიან რ. პაკელიანი და დ. ჭკადუა.
- პოლიციელებმა მათ კვალს ნაკრას მიმდებარედ, ტყეში, სოფელ ლაწუმბაში მიაკვლიეს.
"ერთ-ერთი დაკავებული დანითაა დაჭრილი, როგორც ჩანს, რუსმა დაჭრა. დაკავებულებიდან ერთი ეცერელია, მეორე კი ლახამულელი. ირკვევა, რომ ისინი რუს ცოლ-ქმარს კარგად იცნობდნენ. ცოლ-ქმარი ზუგდიდში დადიოდა ხშირად, როგორც გავიგეთ, ამ სალავიოვს 1 წელიწადში 11-ჯერ დაუდგინდა საქართველოს საზღვრის კვეთა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ამბავი ნარკორეალიზაციას უკავშირდება. ნარკოტიკების საფუძველზე რაღაც უთანხმოება მოუვიდათ“, - გვიყვება წყარო.
- ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით მესტიის მუნიციპალიტეტში თავს დაესხნენ რუსეთის მოქალაქეებს, ცოლ-ქმარს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს