ახალგაზრდას დაზიანებული ცხედარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებული ცხედარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
სოფელში ვარაუდობენ, რომ კაცი მოკლეს, რადგან ის მესაფლავედ მუშაობდა და რამდენიმე თვის წინ, მოსახლეობის ერთ ნაწილთან კონფლიქტი ჰქონდა. მას შემდეგ კაცი გაუჩინარდა.
გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში, ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით, მისი ცხედარი იპოვეს.