ბაკურიანში მამა-შვილს ციგა დაეჯახა 5 თვის ჩვილი კლინიკაში გადაიყვანეს - ნახეთ როგორია მისი მდგომარეობა
ბაკურიანში, ამირანის პარკში მომხდარი შემთხვევისას მცირეწლოვანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცს, რომელსაც ხელში 5 თვის შვილი ეჭირა, ციგით მოსრიალე ქალი დაეჯახა. შემთხვევა 7 იანვარს მოხდა.
ტურისტული სეზონის დაწყების შემდეგ, ბაკურიანში დამსვენებლების დიდი რაოდენობა შეიმჩნევა. მოქალაქეების ნაწილი კურორტზე შექმნილი პრობლემების გამო უკმაყოფილოა. მათი ნაწილი ამბობს, რომ სასრიალო ტრასებზე კონტროლის სიმცირის გამო, ხშირია მოქალაქეების დაზიანების შემთხვევები, პრობლემები იქმნება საავტომობილო გზებზეც.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე