რეგისტრაცია

"საწყალი ადგილზე გარდაიცვალა" - მიკროავტობუსი ქვეითს დაეჯახა, ნახეთ როგორ მოხდა შემთხვევა

"საწყალი ადგილზე გარდაიცვალა" - მიკროავტობუსი ქვეითს დაეჯახა, ნახეთ როგორ მოხდა შემთხვევა
09 Jan 2025, 17:49

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა- ინფორმაციას “პრაიმტაიმი” აქვეყნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა იგი ქუჩას კვეთდა.

65 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


აგრეთვე იხილეთ: