იანვრიდან მართვის მოწმობის აღების წესი შეიცვალა
დეკემბრიდან გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა წლის ბოლოდან ორეტაპიანი გახდა.
2024 წლის 31 დეკემბრიდან გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა. ეს კი ნიშნავს, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის გამოცდის ქუჩაში რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო ხდება. კერძოდ, საუბარია, „CE“, „DE“, C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებზე.
კატეგორიები მოიცავს შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს:
CE – სატვირთო მისაბმელით;
DE – სამგზავრო მისაბმელით;
C1E – მსუბუქი სატვირთო მისაბმელით;
D1E – სამგზავრო მისაბმელით.