შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
ვერძი
აუცილებელია ისარგებლოთ ნებისმიერი შესაძლებლობით, რათა სიკეთე გაუკეთოთ გარშემო მყოფებს, საბედნიეროდ, დასვენების დღე ამაში დაგეხმარებათ, სასურველია იპოვოთ ადამიანები, რომლებსაც დახმარება განსაკუთრებით სჭირდებათ.
კურო
ერთი უყურადღებო ნათქვამი სიტყვაც კი შეიძლება გახდეს საყვარელ ადამიანთან ჩხუბის გამომწვევი მიზეზი, ამიტომ მნიშვნელოვანია მეტყველების კონტროლი და კიდევ უკეთესი, ნაკლები ლაპარაკი და მეტის გაკეთება, რა თქმა უნდა, კარგი საქმეების.
ტყუპი
არაკეთილსინდისიერ ადამიანებს არ მისცეთ საშუალება ისარგებლონ თქვენი სიკეთითა და კეთილგანწყობით, თორემ მოგიწევთ მათზე დახარჯოთ მთელი თქვენი დრო და ენერგია, რომელიც განკუთვნილია მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის.
კირჩხიბი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თქვენში გაბრაზების სურვილი, უმჯობესია, დაზოგოთ სიცოცხლისა და შემოქმედებისთვის საჭირო ენერგია და გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც გსურთ დასვენების დღეს.
ლომი
ახალი ბიზნესის დაწყებისას - და დასვენების დღე დაბრკოლებას არ შეგიქმნით - უნდა დაეყრდნოთ გრძელვადიან პერსპექტივას, სამწუხაროდ, ვერ მიიღებთ სწრაფ შედეგებს, მაგრამ მომავალში შედეგით კმაყოფილი იქნებით.