"დამირეკეს უცხო ნომრიდან, ვითომ კურიერი იყო, მთხოვდა სახლის მისამართს და როცა უარი ვუთხარი..." - რა შოკისმომგვრელ ვიდეოს ავრცელებს მაია ასათიანი?
"დამირეკეს უცხო ნომრიდან, ვითომ კურიერი იყო და ყვავილები უნდა მოეტანა ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანისგან. მთხოვდა სახლის მისამართის თქმას და როცა უარი ვუთხარი ჩხუბი და შეურაცხყოფა დამიწყო. ბოლოს კი დაასრულა - "ახლა მე ტაშს დავუკრავ და შენ იმღერე "ნაცებს რა..."
ვაჰ, "ქოცებო" აი, ძაან საყვარლები ხართ" - ამის შესახებ ჟურნალისტი, მაია ასათიანი "ინსტაგრამზე" წერს.