რეგისტრაცია

თედო ამას არ იმსახურებდა – ნახეთ თედო ბექაურზე ძალიან გულდასაწყვეტი ინფორმაცია ვრცელდება

თედო ამას არ იმსახურებდა – ნახეთ თედო ბექაურზე ძალიან გულდასაწყვეტი ინფორმაცია ვრცელდება
26 Feb 2025, 16:59

თედო ბექაური ცოლსა და ორ შვილთან ერთად თბილისში ისევ ქირით ცხოვრობს. ახლახან მსახიობი თეატრიდან გამოუშვეს, სადაც მცირე როლებს ასრულებდა ხოლმე. ამ ყველაფრის შესახებ მან რადიო “ფორტუნასთან” ისაუბრა.

„მცხეთის თეატრში ვიყავი ცოტა ხანს, მაგრამ გამომიშვეს. რუსთაველის თეატრის პატარა სცენაზე ვითამაშე სპექტაკლი, ერთ-ერთმა რეჟისორმა დისერტაცია დაიცვა და სპექტაკლი დადგა. ეს რომ გაიგეს, მცხეთის დრამატული თეატრიდან გამომიშვეს, ეგონათ, რომ იქაც ხელფასზე ვიყავი. თეატრის ხელმძღვანელმა დამირეკა, იქ რომ მთავარ როლს თამაშობ, ჩვენთანაც უნდა ითამაშოო. მომეცით და ვითამაშებ-მეთქი, ვუპასუხე. ხვეწნას ნამდვილად ვერ დავუწყებდი როლებზე. მცხეთაში წასვლა-წამოსვლაზე მთელი ხელფასი გზაში მეხარჯებოდა.

დიდად აღარ ჩავძიებივარ, მცირე როლები ვითამაშე და იქ ყოფნა დიდად არაფერს მაძლევდა. მე უფრო მეტად კინოხელოვნება მიყვარს. ბავშვობიდან კინოში ვარ და სხვანაირად ვგრძნობ თავს კამერის წინ, ვიდრე სცენაზე.  სამწუხაროდ, კინოსთან დაკავშირებით ძალიან რთულად არის საკითხი. ბევრი პროექტი გაჩერდა, რეჟისორებიც ვეღარ აკეთებენ ვერაფერს. არანაირი შემოთავაზება არ არის.

თითქმის ექვსი თვეა, გაჩერებული ვარ, დიდი სტრესია… სულ სახლში ვარ, საქმე რომ არ გაქვს, რთულია, მით უმეტეს, ხელოვანისთვის. როცა ასე გიყვარს შენი საქმე. მე სხვა ვერაფერს გავაკეთებ…

გარიყულივით ვარ…

ბაკურიანში მოგებულ ბინას ვაქირავებთ და ეს არის ჩვენი შემოსავალი. თბილისში ქირით ვართ”, – განაცხადა თედო ბექაურმა.

“ფორტუნა”


აგრეთვე იხილეთ: