რეგისტრაცია

ბათუმში, სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა ქალს თავზე დაეცა – როგორია დაშავებული ქალის მდგომრეობა?

ბათუმში, სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა ქალს თავზე დაეცა – როგორია დაშავებული ქალის მდგომრეობა?
01 Mar 2025, 14:12

დღეს, პირველ მარტს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 40 წლამდე ქალს, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა, შენობის სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა თავში.

როგორც თვითმხილველი ამბობენ, დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმში ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიური თოვის შედეგად, ნახევარ მეტრზე დიდი თოვლი მოვიდა.

სახლის სახურავები რადგან გაწმენდილი არ არის, თოვლის მასა შენობის სახურავებიდან დნობის შედეგად ძირს ვარდება. სახიფათო ადგილები კი არ არის შემოსაზღვრული ლენტით.

ამიტომ მოქალაქეებმა, რომლებიც შენობების გასწრივ ტროტუარებზე გადაადგილდებიან, უნდა გამოიჩინონ სიფთხილე.

წყარო


აგრეთვე იხილეთ: