რეგისტრაცია

მანქანაში ცხედარია! – „ეგრევე მოაბრუნა მანქანა და გამიზნულად წავიდა სწრაფად მტკვრისკენ…“

მანქანაში ცხედარია! – „ეგრევე მოაბრუნა მანქანა და გამიზნულად წავიდა სწრაფად მტკვრისკენ…“
04 Mar 2025, 18:25

თბილისში, მეტეხის ხიდთან მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი იპოვეს. ამ წუთებში, ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ცნობით, მძღოლმა გამიზნულად აიღო გეზი მდინარისკენ.

„ეგრევე მოაბრუნა მანქანა და გამიზნულად წავიდა სწრაფად მტკვრისკენ“, – განაცხადა შემთხვევის თვითმხილველმა. 

ჯერჯერობით დაზუსტებით უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მანქანაში, თუმცა „რადიო თავისუფლების“ ცნობით, მანქანაში მძღოლის ცხედარია.


აგრეთვე იხილეთ: