ხვალ შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზვიად გამსახურდიას სანაპიროს, ვერეს დაღმართის და საქანელას ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ვაშლიჯვრის დასახლების, გიორგი სააკაძის მოედნის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას II კვარტლის, კოსტავას, გაგარინის, გელოვანის, გოთუას, ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის, ტაშკენტის, კანდელაკის, იოსებიძის, შარტავას, ბროლოსანის, საბურთალოს, ხვიჩიას და ანა კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის მასივის I, II კვარტლების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.