რეგისტრაცია

ვიდეო🎥 ვრცელდება მეტეხის ხიდთან მომხდარი შემთხვევის კადრები - ცნობილია დაღუპულის ვინაობაც

ვიდეო🎥 ვრცელდება მეტეხის ხიდთან მომხდარი შემთხვევის კადრები - ცნობილია დაღუპულის ვინაობაც
05 Mar 2025, 00:50

თბილისში, მეტეხის ხიდთან მტკვარში ავტომობილი გადავარდა. ამოიყვანეს ერთი ადამიანის ცხედარი, რომლის ვინაობა ცნობილია. დაღუპული გიგი ზარანდია იყო, რომელსაც მეუღლე და შვილი დარჩა. 

 სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. შემთხვევა, 4 მარტს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, მყვინთავებმა მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი 17 მეტრის სიმაღლეზე იპოვეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება შემთხვევის კადრებიც:

„დღევანდელი ავტოსაგზაო შემთხვევა მეტეხის ხიდზე. სამწუხაროდ დაიღუპა ერთი ადამიანი“, - წერს თვითმხილველი.


აგრეთვე იხილეთ: