რეგისტრაცია

3 თვის ფეხმძიმე მეუღლე დარჩა...“ - ახალი დეტალები თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე

3 თვის ფეხმძიმე მეუღლე დარჩა...“ - ახალი დეტალები თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე
05 Mar 2025, 14:09

თბილისში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, 23 წლის გიგი ზარანდია 3 წლის მოტოციკლეტით ავარიაში მოჰყვა, რის გამოც, გარკვეული ხანი კომაში იმყოფებოდა. როგორც ოჯახის ახლობელმა „პრაიმტაიმს“ უთხრა, მკურნალობის კურსი დასრულებული არ ჰქონდა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ზარანდიამ მეუღლე 5 თვის წინ შეირთო და 10 დღეში ქორწილის გადახდას გეგმავდნენ.

„სახლში სრულად გაარემონტა... გიგი სამი წლის წინ ბაიკით ავარიაში მოყვა, კომიდან ძლივს გამოიყვანეს. მკურნალობა წესიერად არც ჰქონდა დამთავრებული, მუდმივი კონტროლი სჭირდებოდა და ყველაფერს უკეთებდნენ მშობლები. ოქტომბერში ცოლი შეირთო, 20 წლისაა... სამი თვის ორსულია, ორ კვირაში ქორწილი უნდა ჰქონოდათ. სახლს სრული რემონტი გაუკეთეს, ემზადებოდნენ და ეს მოხდა... ხობში ამ დილით ჩამოასვენეს. განადგურდა ჩვენი უბანი...“ - გვიყვება ოჯახის ახლობელი.


აგრეთვე იხილეთ: