რეგისტრაცია

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
06 Mar 2025, 00:12

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 მარტს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. თავი შეიკავეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან, რაც წყენისა და გაღიზიანების გარდა არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ვინც შორეულ სირთულეებზე არ ფიქრობს, ახლო უსიამოვნებები ელის. მოერიდეთ თვითმფრინავით მგზავრობას.

კურო

სავარაუდოდ, ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. თუ დღის პირველ ნახევარში თავი შეუძლოდ იგრძენით, მოერიდეთ მძიმე და ცხიმიან საკვებს. ხელსაყრელი დროა მრავალმხრივი ურთიერთობის, მეგობრებთან შეხვედრების, პარტნიორობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. ეცადეთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციეთ.

ტყუპები

ამ დღეს ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ ყველა საქმე დროულად და წარმატებით დაასრულოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ ძველი ვალის გადახდა ან პირობის შესრულება მოგთხოვოთ. მოგთხოვონ. ყურადღებით იყავით, რომ დილას არ ჩაგეძინოთ და სამსახურში არ დაგაგვიანდეთ, რადგან უფროსის საყვედურს დაიმსახურებთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მიმართ.

კირჩხიბი

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით, მაგრამ თქვენი შიში არ გამართლდება. ეცადეთ უსიამოვნო სიახლე ემოციების გარეშე მიიღოთ. არახელსაყრელი დროა კოლექტიური კვლევებისა თუ ერთობლივი ღონისძიებებისთვის, თუმცა, ინდივიდუალური შემოქმედება წარმატებას მოგიტანთ. სავარაუდოდ, ახალი რომანტიკული კავშირი გელით.

ლომი

მცირე გაუგებრობა შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს. ეცადეთ კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობა დროულად მოაგვაროთ. სავარაუდოდ, მეგობრები საინტერესო ღონისძიებაზე მიგიწვევენ და უარი არ თქვათ - ახალი ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება დიდ სიყვარულში გადაიზარდოს. მოერიდეთ უცნობ ადამიანთან გულწრფელობას.

ქალწული

სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ.. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ. სასურველია, ძილის წინ დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი

ამ დღეს ბიზნესში სერიოზული ცვლილებები გელით - შესაძლოა, საქმემ, რომელიც უიმედო გეგონათ, დიდი შემოსავალი მოგიტანოთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილი არ გამოგადგებათ - ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე, რომელთა მიღებასაც აპირებთ და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ.

მორიელი

ამ დღეს პლანეტების არახელსაყრელი განვითარების გამო უსიამოვნო სიახლეები ან გარემოებათა არახელსაყრელი განვითარება გელით. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. მშობლებს ან მოხუც ნათესავებს თქვენი დახმარება დასჭირდება და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე ხელსაყრელია მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული მშვილდოსნებისთვის. მამაკაცები რაინდული საქციელით თავს გამოიჩენენ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიასთან და იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე

თხის რქა

გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხოთ. მოერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, რადგან ამ დღეს თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ უნდა ელოდოთ. ახალი ნაცნობობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება.

მერწყული

ამ დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტს მხოლოდ გულწრფელი საუბარი აგარიდებთ. იზრუნეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე. თუ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით. გირჩევთ, ექიმს დროულად მიაკითხოთ.

თევზები

ამ დღეს ხალისიანი და აქტიური ხართ და წარმატება ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაგყვებათ.. ნებისმიერ საქმეს სწრაფად და ადვილად უმკლავდებით, ამიტომ გირჩევთ შანსი გამოიყენოთ და თაროზე შემოდებულ საქმეებს მიხედოთ.


აგრეთვე იხილეთ: