ქალაქის პარკის ტბაში ცხედარი იპოვეს - ვინ არის გარდაცვლილი და სად მოხდა შემთხვევა?

გორში, ახალბაღის პარკის ტბაში ცხედარი ნახეს - ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.
გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 70 წელს გადაცილებული მამაკაცია. ცხედარი წყალში მოქალაქემ შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.