ძლიერი მიწისძვრა სომხეთში - ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც

ცოტა ხნის წინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა სომხეთში, ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.
- დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა იყო.
"დღეს, თბილისის დროით 09:26 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კმ_ში, მოხდა 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.მიწისძვრა შეგრძნებადი იყო საქართველოს მოსახლეობისთვისაც" - ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციაში.