რეგისტრაცია

სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ

სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
11 Mar 2025, 21:19

ავთვისებიანი სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა. მისი 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, მათგან ზოგი სხვებზე მეტად საშიში და მომაკვდინებელია, ზოგი კი — შედარებით მსუბუქი. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის ასეთი სერიოზული პრობლემა დროულად გამოვავლინოთ და მის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყოთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სტატიაში სწორედ იმ სიმპტომებს გაგაცნობთ, რომლებიც, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს.


ცვლილებები კანზე
შეეცადეთ, კანი ხშირად დაათვალიეროთ და მასზე გაჩენილ ახალსა თუ ძველ ხალებს მიაქციოთ ყურადღება. მაგალითად, ისეთ წარმონაქმნებს, რომელთა შეფერილობა, ზომა ან ფორმა შეიცვალა, სხვებს არ ჰგავს და რაიმე მახასიათებლის გამო საეჭვოდ გამოიყურება.


შემაწუხებელი ხველა

თუ არ ეწევით, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ შემაწუხებელი ხველა კიბოს ნიშანი იყოს. ჩვეულებრივ, ეს გამოწვეულია ასთმით, ინფექციით , ან სხვა დაავადებით. მაგრამ თუ თქვენი ხველა არ ქრება, ან სისხლს აყოლებთ ნახველს – განსაკუთრებით, თუ მწეველი ხართ – მიმართეთ ექიმს.


აგრეთვე იხილეთ: