„კარგი კაცი იყო..." - ნანიკო ხაზარაძე სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე აწ გარდაცვლილი მამის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს.
როგორც ნანიკო წერს იგი დღეს 86 წლის გახდებოდა.
„კარგი კაცი იყო... 86“, - წერს ნანიკო ხაზარაძე.
ტელესახის მამა 2024 წელს გარდაიცვალა. მას, რამდენიმე წლის წინ დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მწვავე ფორმით მიმდინარეობდა - მას სივრცე, დრო, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადეკვატური ქცევა, უპირველესად, მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს. ამიტომ, ტელეწამყვანმა ბევრი ფიქრის შემდეგ მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა.