რეგისტრაცია

ცნობილი მსახიობი, რომელიც “ჩცდ”-შიც მონაწილეობდა, გარდაიცვალა – “ბო­ლოს იგი პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც“ კი ვი­ხი­ლეთ”

ცნობილი მსახიობი, რომელიც “ჩცდ”-შიც მონაწილეობდა, გარდაიცვალა – “ბო­ლოს იგი პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც“ კი ვი­ხი­ლეთ”
13 Mar 2025, 12:27

მას სი­ნამ­დვი­ლე­ში მზია ერ­ქვა, მაგ­რამ ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ღუ­ღუ­ნით გა­იც­ნო.

რო­გორც გო­გო­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მსგავ­სად ისიც მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ტა­ნად ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო და იფიქ­რა, ეს ხელს შე­უშ­ლი­და, ასე რომ, მა­ლე­ვე გა­და­ი­ფიქ­რა. სკო­ლა­ში ფრან­გულს სწავ­ლობ­და და კა­ლათ­ბურთში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რიც იყო... კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დის­თვის ქუ­ჩი­დან აირ­ჩი­ეს, პრინ­ციპ­ში - ფილ­მის­თვი­საც ანა­ლო­გი­უ­რი ამ­ბა­ვი გა­დახ­და თავს. ხუთ ფილმში გა­და­ი­ღეს, მაგ­რამ მათ­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო: "ქვევ­რი“, "გან­გა­ში“ და "მზე შე­მოდ­გო­მი­სა“? თქვენც უეჭ­ვე­ლად გე­მახ­სოვ­რე­ბათ მა­ღა­ლი, გამ­ხდა­რი სა­ხა­სი­ა­თო გა­რეგ­ნო­ბის ქალ­ბა­ტო­ნი - ქვევ­რის გამ­ტე­ხი გო­გო­ნა; ყა­რა­მა­ნის მიჯ­ნუ­რი ფო­თო­ლა და ან­ჟე­ლი­კა ფილ­მი­დან - "მზე შე­მოდ­გო­მი­სა“; ბო­ლოს იგი პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც“ კი ვი­ხი­ლეთ...

მას ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლა­კი ერ­ქვა და წლე­ბია, ვიც­ნობ­დი - მუ­დამ მო­ღი­მარ-მო­კის­კი­სეს, ენერ­გი­ულს, მუ­დამ მო­სიყ­ვა­რუ­ლეს და ყუ­რა­დღე­ბი­ანს, მის ასაკს ვე­რას­დროს გა­მო­იც­ნობ­დი, რად­გან მუ­დამ ახალ­გაზ­რდა იყო - სუ­ლი­თაც და გა­რეგ­ნო­ბი­თაც... ახ­ლა­ხან კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი შვი­ლიშ­ვი­ლის პოს­ტი წა­ვი­კი­თხე:

"გაგ­ვიფ­რინ­და ჩვე­ნი ღუღუ ბება, ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი... ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი... მე­სა­ი­დუმ­ლე... ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა უშე­ნოდ ცხოვ­რე­ბა, ღუღუ, მად­ლო­ბა ჩემ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის­თვის. ბო­დი­ში, რომ ვერ გიშ­ვე­ლე“.

ბოლო ხანს ღუ­ღუ­ნის­თან არ მი­სა­უბ­რია, მხო­ლოდ და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცე თე­ბერ­ვალ­ში, ისიც - "ფე­ის­ბუ­ქით“. დიდი ხნის წინ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­გო­ბა­რი ქე­თე­ვან შარ­მი­აშ­ვი­ლის­გან, დაბა სი­ონ­ში, იქ ღუ­ღუ­ნის სახ­ლი ჰქონ­და. მას შემ­დეგ ინ­ტერ­ვი­უც რამ­დენ­ჯერ­მე ჩავ­წე­რე, რამ­დენ­ჯერ­მე ში­ნაც ვეწ­ვიე, თბი­ლის­ში, ხან ტე­ლე­ფო­ნის ვსა­უბ­რობ­დით, ხან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ვი­კი­თხავ­დით ერ­თმა­ნეთს, ახლა კი... მხო­ლოდ მო­გო­ნე­ბად იქცა ყვე­ლა­ფე­რი - დიდი სუ­ლი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ადა­მი­ან­ზე.

ისე­თი უშუ­ა­ლო იყო, ინ­ტერ­ვი­უს ასა­ღე­ბად მი­სულს, მახ­სოვს, პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე გა­ვუ­ში­ნა­ურ­დი. ბევ­რი ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე მის­გან, სა­კუ­თარ თავ­ზე ნაკ­ლებს სა­უბ­რობ­და, მეტს კი - ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბი­სას შე­ძე­ნილ მე­გობ­რებ­ზე, რო­მელ­თა­გან დღეს მხო­ლოდ თითო-ორო­ლა ადა­მი­ა­ნია ცო­ცხა­ლი.

  • ყვე­ლა­ზე სა­ხა­სი­ა­თო პერ­სო­ნა­ჟი

მისი რო­ლე­ბი­დან პი­რა­დად ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მა­ინც მისი ფო­თო­ლა იყო, 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს გა­და­ღე­ბუ­ლი რე­ჟი­სორ ნი­კო­ლოზ სა­ნიშ­ვი­ლის ულა­მა­ზე­სი სიმ­ღე­რე­ბით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი­დან - "გან­გა­ში“. ალ­ბათ, უფრო იმი­ტომ, რომ ჩემს დე­დუ­ლეთ­ში გა­და­ი­ღეს. მას­ში პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ბევ­რი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე­ობს. ერთ-ერთი სწო­რედ ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლა­კი იყო - იმ­ჟა­მინ­დელ უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტის ფრან­გუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლო­ბის სტუ­დენ­ტი. 18 წლის ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლა­კი ნი­კო­ლოზ სა­ნიშ­ვი­ლის ასის­ტენ­ტმა ირა ბი­ლა­ნიშ­ვილ­მა ტრო­ლე­ი­ბუს­ში შე­ამ­ჩნია და სინ­ჯებ­ზე და­ი­ბა­რა... თა­ვად ღუ­ღუ­ნის მო­ნა­თხრობს გი­ამ­ბობთ:

"ფო­თო­ლას რო­ლის­თვის მსინ­ჯავ­დნენ. ბევ­რი და­ბა­ლი ბიჭი და­მახ­ვედ­რეს, ოღონდ ყა­რა­მა­ნის რო­ლის­თვის ყვე­ლას მა­ინც გოგი ქავ­თა­რა­ძემ აჯო­ბა. პა­ვი­ლი­ონ­ში გრი­მის გა­რე­შე გა­მა­ტარ-გა­მო­მა­ტა­რეს, რა­ღა­ცე­ბი მო­მა­ყო­ლეს, მერე ბა­ტონ­მა კო­ლი­ამ: "კან­დე­ლა­კი ხო­ჩუო“ (კან­დე­ლა­კი მინ­დაო), ბრძა­ნა და მა­შინ­ვე და­მამ­ტკი­ცა როლ­ზე. სხვა­თა შო­რის, ისე ბუ­ნებ­რი­ვად ვი­თა­მა­შე, ბა­ტონ­მა კო­ლი­ამ რო­ლიც კი გა­მახ­მო­ვა­ნე­ბი­ნა.

წარ­მო­გიდ­გე­ნია, რას მო­ვეს­წა­რი, ვის­თან მოვ­ხვდი? - ჩი­ტო­ლია ჩხე­ი­ძის, კოტე და­უშ­ვი­ლი­სა და იპო­ლი­ტე ხვი­ჩიას გვერ­დით ვი­ყა­ვით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ახალ­გაზ­რდე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა კი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ვი­ყა­ვით. რომ იტყვი­ან, ქუ­ჩი­დან აგ­ვიყ­ვა­ნა ბა­ტონ­მა კო­ლი­ამ. თვი­თონ მა­მა­სა­ვით გვედ­გა თავ­ზე. ძა­ლი­ან მკაც­რი კი იყო, მაგ­რამ სხვაგ­ვა­რად ჩვენ­თან ვე­რა­ფერს გახ­დე­ბო­და - გვა­რი­ა­ნად ვცელ­ქობ­დით და ჩვენს მო­თოკ­ვას დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბო­და. მე, გია ფე­რა­ძე, მა­ნა­ნა ცხოვ­რე­ბო­ვა, ლერი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, დათო აგი­აშ­ვი­ლი ძა­ლი­ან დაგ­ვა­ახ­ლო­ვა, დაგ­ვა­მე­გობ­რა ამ ფილმმა... იმ ფილ­მის მო­ნა­წი­ლე და შე­მოქ­მე­დი რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა! გან­სა­კუთ­რე­ბით გული მტკი­ვა, ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი ან ცო­ტა­თი უფ­რო­სე­ბი რომ გა­მოგ­ვაკ­ლდნენ - ცი­ცი­ნოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მა­ნა­ნა ცხოვ­რე­ბო­ვა, ოსი­კო - გია ფე­რა­ძე, ბონ­დო - ლერი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, და­თოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - დათო აგი­აშ­ვი­ლი, ჩემი "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი“ გოგი ქავ­თა­რა­ძე“...

მერე იქვე ღი­მი­ლით და­ა­ყო­ლა, ახლა არ მი­თხრა, შენი ჯე­რი­აო... თუმ­ცა ფილ­მი­დან ცო­ცხა­ლია გია ფე­რა­ძის გმი­რის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეთე­რი ბაქ­რა­ძე (ფილმში მა­რი­კა ჰქვია), მომ­ღე­რალ ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის დედა“.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ღუ­ღუ­ნის ჩა­ვე­კი­თხე, - გოგი ქავ­თა­რა­ძე გუ­ლის­წო­რად მოგ­წონ­და-მეთ­ქი? და ღი­მი­ლით მი­თხრა, - გოგი ჩვენ­ზე უფ­რო­სი იყო და ძა­ლი­ან ვერც ვუ­ში­ნა­ურ­დე­ბო­დით. გუ­ლისს­წო­რად კი, რა მო­გახ­სე­ნო? არც იმას მოვ­წონ­დი და არც მე მომ­წონ­და, ძა­ლი­ან შე­უ­ფე­რე­ბე­ლი წყვი­ლი ვი­ყა­ვი­თო.

ტკბი­ლად იხ­სე­ნებ­და ჭი­ა­თუ­რას და ჭი­ა­თურ­ლებს: უტ­კბი­ლეს მო­გო­ნე­ბად დამ­რჩნენ იქა­უ­რე­ბი

"წარ­მო­იდ­გი­ნე, ამ­დე­ნი სა­ბა­გი­რო არ­სად მე­ნა­ხა. ხუთ­კა­პი­კი­ა­ნით მთე­ლი სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­სე­ირ­ნობ­დით ერთი მთი­დან მე­ო­რე მთა­ზე... სხვა­თა შო­რის, "გან­გა­ში“ ჭი­ა­თუ­რე­ლე­ბის­თვი­საც უსაყ­ვარ­ლე­სი ფილ­მია. მისი გა­და­ღე­ბი­დან დიდი ხნის შემ­დეგ ბოსტნე­უ­ლის სა­ყიდ­ლად გა­ვე­დი პე­კინ­ზე. ერთ მა­ღა­ზი­ა­ში გამ­ყიდ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი რა­ღა­ცას მი­წო­ნი­და და თან მაკ­ვირ­დე­ბო­და. უცებ იმე­რუ­ლი კი­ლო­თი მკი­თხა: ქალ­ბა­ტო­ნო, თქვენ შემ­თხვე­ვით "გან­გაშ­ში“ რომ ფო­თო­ლა იყო, ის ხომ არ ხარ­თო? ძა­ლი­ან კი გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ ვი­ეჭ­ვე, ნაღ­დად ვი­ღაც ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა უთხრა, ჩემი გა­თა­მა­შე­ბა უნ­და­თო. მა­ინც და­ვუ­დას­ტუ­რე, მე ვარ-მეთ­ქი. ათი წლის ვი­ყა­ვი მა­შინ, დე­დას მოვ­ყავ­დი ხოლ­მე გა­და­ღე­ბა­ზე, თქვე­ნი ხმა და­მა­მახ­სოვ­რდა და ახლა რომ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით, სწო­რედ ხმით გი­ცა­ნი­თო, - მი­თხრა იმ მა­მა­კაც­მა“.

ღუ­ღუ­ნი სა­კუ­თარ თავ­ზე ყო­ველ­თვის ცო­ტას ლა­პა­რა­კობ­და, სა­მა­გი­ე­როდ თა­ვის კინო მე­გობ­რებს იხ­სე­ნებ­და თბი­ლად. ულა­მა­ზე­სი და უსიმ­პა­თი­უ­რე­სი დათო აგი­აშ­ვი­ლი ახალი გარ­დაც­ვლი­ლი იყო, მას­ზე რომ მი­ამ­ბო:

"ძა­ლი­ან მი­ჭირს მისი წარ­სულ დრო­ში გახ­სე­ნე­ბა... სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. იმ­ხა­ნად "პლე­ხა­ნოვ­ზე“ ვცხოვ­რობ­დი და ჩემ­თან ვიკ­რი­ბე­ბო­დით ხოლ­მე. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და­თოს­თან მის­ვლაც. მა­შინ ბა­ტო­ნი ნიკა (და­თოს მამა, ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი ნიკა აგი­აშ­ვი­ლი) ცო­ცხა­ლი იყო და მას­თან და დე­ი­და ქე­თოს­თან (და­თოს დედა) სა­უ­ბა­რი ერთ რა­მედ ღირ­და. ძა­ლი­ან მებ­რა­ლე­ბა დე­ი­და ქეთო, შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას რომ მო­ეს­წრო. დათო ჩვენ­გან ბევ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და, თა­ნა­ტო­ლე­ბი კი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი, დინ­ჯი და სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ბა­ტო­ნი ნი­კო­ლოზ სა­ნიშ­ვი­ლიც კი ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვამ­და და­თოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. არა­და, ასე ახალ­გაზ­რდა ბიჭს რო­გო­რი მა­მა­კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და და რა გა­რეგ­ნო­ბის იყო! დედა, ნე­ტავ იცო­დე, რამ­დენ გო­გოს უყ­ვარ­და! მის ქა­ლიშ­ვილს, მა­ი­კოს კარ­გად ვიც­ნობ, გა­რეგ­ნო­ბით მა­მა­მი­სის ას­ლია. ვა­ჟებს კი, ნი­კა­სა და გი­ორ­გის არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ - ამე­რი­კა­ში გა­ი­ზარ­დნენ და ახ­ლაც ლოს-ან­ჟე­ლეს­ში ცხოვ­რო­ბენ. ტე­ლე­ეკ­რან­ზე მი­ნა­ხავს და ორი­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რეგ­ნო­ბი­საა. ნიკა კი­ნო­რე­ჟი­სო­რია, გი­ორ­გი, იგი­ვე ჯორჯ ფინი - კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი. დათო ჩა­მო­სუ­ლი იყო ამე­რი­კი­დან და შინ მეს­ტუმ­რა, - ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რეო. წლე­ბის უნა­ხა­ვი გვყავ­და ერ­თმა­ნე­თი. ძა­ლი­ან გა­ჭა­ღა­რა­ვე­ბუ­ლი იყო. იმ­დე­ნი რამ და ვინ­მე გა­ვიხ­სე­ნეთ... დამ­პირ­და, მო­მა­ვალ წელ­საც ჩა­მო­ვალ და ჩემს ვა­ჟებს გა­გაც­ნო­ბო, თან ხუმ­რო­ბით და­ა­ყო­ლა: ნი­კას­თან ჩა­გი­წყობ, ეგებ ამ სი­ბე­რე­ში ფილმშიც გა­და­გი­ღო­სო. ნე­ტავ, ერთი სა­მახ­სოვ­რო ფოტო მა­ინც გა­დაგ­ვე­ღო ერ­თად, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ასე თუ მოხ­დე­ბო­დაო..."

მერე გია ფე­რა­ძეც გა­იხ­სე­ნა, მას­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დიო და ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი­დან ამ­ბა­ვიც მო­ა­ყო­ლა:

"მახ­სოვს, ფილ­მის გამ­ნა­თე­ბე­ლი თბი­ლი­სე­ლი რუ­სის ბიჭი ლი­ო­ნია გია ფე­რა­ძეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლი ბიჭი იყო. ერთხე­ლაც გი­ა­ზე გაბ­რაზ­და და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყველ­გან და­ე­ძებ­და. არა­და, გია სა­ოც­რად მშვი­დი, ხა­ლი­სი­ა­ნი და უკონ­ფლიქ­ტო იყო და პი­რი­ქით - ყვე­ლა მო­ჩხუ­ბარს არი­გებ­და ხოლ­მე. ლი­ო­ნი­ას ამ­ბავ­მა გიაც გა­ა­ნერ­ვი­უ­ლა და გუ­ლის გა­და­სა­ყო­ლებ­ლად ჭი­ა­თუ­რის ქუ­ჩებ­ში გა­სე­ირ­ნე­ბა მთხო­ვა. ხან ფე­ხით ვი­ა­რეთ, ხან სა­ბა­გი­რო­ე­ბით ვი­კა­ტა­ვეთ და შე­მოგ­ვა­ღამ­და კი­დეც. სას­ტუმ­როს­კენ რკი­ნიგ­ზის ლი­ან­დაგს მივ­ყვე­ბო­დით, უცებ ბუჩ­ქე­ბი­დან მთვა­რის შუქ­ზე ალაპ­ლა­პე­ბუ­ლი და­ნით ვი­ღაც რომ გად­მოგ­ვიხ­ტა. ში­შის­გან გული კი­ნა­ღამ გა­მის­კდა, და­ფე­თე­ბუ­ლი მოვტრი­ალ­დი სი­ტყვე­ბით, - გია, რაღა ვქნათ-მეთ­ქი და... სა­დაა გია? სიბ­ნე­ლე­ში ძლივს გა­ვარ­ჩიე - თავ­ში ირტყამ­და ფე­ხებს, ისე გარ­ბო­და, მე კი და­ნი­ან კაცს შე­მა­ტო­ვა (ენაც­ვა­ლოს გიას ჩემი თავი... რომ იცო­დე, რო­გორ მე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე...). ჩემი შემ­ში­ნე­ბე­ლი კი ჩვე­ნი გამ­ნა­თე­ბე­ლი ლი­ო­ნია აღ­მოჩ­ნდა. იმ წუ­თას ვერ ვუც­ნი­ვარ და იცო­ცხლე, მერე კი მი­ხა­და ბო­დი­შე­ბი. სა­მა­გი­ე­როდ, გიამ იცნო და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ლი­ო­ნია და იმი­ტო­მაც გა­ქუს­ლა. გა­დავ­ხვიე ლი­ო­ნი­ას ხელი და სას­ტუმ­რომ­დე მის დამ­შვი­დე­ბას მო­ვუნ­დი. მერე ჩი­ტო­ლი­ამ გა­იყ­ვა­ნა, ეფე­რა და ძლივს და­წყნარ­და. მე კი დავ­ბრუნ­დი ჩემს ოთახ­ში, სა­დაც ეთერ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი და რას ვხე­დავ: ჩემს სა­წოლ­ზე, ბა­ლი­შის ქვეშ ისე იყო დახ­ვე­ულ-მოკ­რუნ­ჩხუ­ლი გია, მეც ძლივს შევ­ნიშ­ნე და ლი­ო­ნია რას იპო­ვი­დაო! მე­ო­რე დღეს, რა თქმა უნდა, შე­ვა­რი­გეთ. ერთხელ კი მეც გა­მაბ­რა­ზა და ცო­ცხა­ლი თა­ვით არ ვუ­რიგ­დე­ბო­დი. სას­ტუმ­როს გვერ­დით შე­ნო­ბის სა­ძირ­კვე­ლი ამო­ე­თხა­რათ, დიდი ხანი გა­სუ­ლი­ყო და იქა­უ­რო­ბა უბინ­ძუ­რეს, ბა­ყა­ყე­ბით სავ­სე ჭა­ო­ბად იყო ქცე­უ­ლი. სა­ძირ­კველს გვერ­დე­ბი თი­ხის ჰქონ­და. გიამ მი­თხრა: უნდა შე­გი­რიგ­დე და ჩა­მო­დი, ნა­ვით გა­გა­სე­ირ­ნე­ბო - რა­ღაც ხის კარი ეგდო ჭა­ობ­ში, ტივს წა­ა­გავ­და, დიდი ჯო­ხით ხელ­ში ზედ დამ­დგა­რი­ყო და ჭა­ობ­ში მე­პა­ტი­ჟე­ბო­და. მეც ხომ მეტი ჭკუა არ მქონ­და და ჩავ­ხტი. ძა­ლი­ან კი ვცა­დეთ წო­ნას­წო­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, გია აქეთ-იქით დახ­ტო­და, მაგ­რამ "ტივი“ მა­ინც ამოყი­რავ­და და თავ­ზეც დაგ­ვე­ხუ­რა. ასე ვი­ყურ­ყუ­მე­ლა­ვეთ სი­ბინ­ძუ­რე­ში. შემ­თხვე­ვით ჭა­ობ­თან ჩვე­ნი ფო­ტოგ­რა­ფი აღ­მოჩ­ნდა და მყის­ვე ფირ­ზე აღ­ბეჭ­და ჩვე­ნი ამოს­ვლის მო­მენ­ტი. გია ამ­ბობ­და, ღუ­ღუ­ნის რომ შევ­ხე­დე, პი­რი­დან ბა­ყა­ყე­ბი უხ­ტე­ბოდ­ნე­ნო. ასე "გა­და­სა­რე­ვად“ შე­მი­რი­გაო“.

მერე ფილ­მის უფ­რო­სი თა­ო­ბაც გა­იხ­სე­ნა:

"და­უ­ვი­წყა­რი იყო იპო­ლი­ტე ხვი­ჩია. გა­და­ღე­ბა­ზე ცოლ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი კაცი იყო და ისე გან­სხვავ­დე­ბო­და თა­ვი­სი ეკ­რა­ნუ­ლი გმი­რე­ბის­გან, რომ ყვე­ლა­ნი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი დავ­რჩით. ეგაა, რომ ქე­ი­ფი და სმა უყ­ვარ­და და სიმ­თვრა­ლის გამო ცოლი სულ ეჩხუ­ბე­ბო­და: იპო­ლი­ტე, შენ მო­უკ­ვდი დე­და­შენს! იპო­ლი­ტე, შენი კუბო ვნა­ხეო! ერთხე­ლაც ამ "საყ­ვა­რე­ლი“ წყევ­ლის დროს ჩა­ვუ­ა­რე მათ კარს და გა­ვი­გო­ნე იპო­ლი­ტეს რეპ­ლი­კა: ქალო, რას შემ­ჭა­მე? და­იდ­გი ცა­რი­ე­ლი კუბო და უყუ­რე, მე მა­ინც არ ჩავ­წვე­ბი შიგო! ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი იყო კოტე და­უშ­ვი­ლი... სე­რი­ო­ზუ­ლი და ეკ­რან­ზე ტი­რი­ლის დი­დოს­ტა­ტი - რა წუთ­შიც ეტყო­დი, ბა­ტო­ნო კოტე, იტი­რეო, იმ წუთ­ში ტი­რო­და. აი, ჩი­ტო­ლია კი სიმ­ღე­რის დი­დოს­ტა­ტი გახ­ლდათ - გი­ტა­რას ხე­ლი­დან არ აგ­დებ­და და გვატ­კბობ­და. თვი­თონ ფილმშიც ხომ უტ­კბე­სი სიმ­ღე­რე­ბია! მგო­ნი, ყვე­ლა თა­ო­ბამ იცის. ამას წი­ნათ თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის შეს­რუ­ლე­ბით "მოდი ჩემ­თან, სა­ნამ დროა“ მო­ვის­მი­ნე და ასე მე­გო­ნა, ისევ ფილმში ვი­ყა­ვი, ბონ­დოს სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის ძა­რა­ზე. მარ­თლაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფილ­მი გა­მო­ვი­და და სუ­ლაც არ იყო "კომ­კავ­ში­რუ­ლიო“.

თა­ვის დრო­ზე ხა­ლი­სი­ან­მა, ხმა­უ­რი­ან­მა და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ღუ­ღუ­ნიმ თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბით თით­ქოს კი­დევ ერთხელ გა­ა­ცო­ცხლა ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის ის­ტო­რი­ა­ში დიდი კვა­ლი და­ტო­ვეს - ღუ­ღუ­ნიმ ამ­ჯე­რა­დაც მო­ა­ხერ­ხა და იმ­ქვეყ­ნად, მა­რა­დი­სო­ბა­ში გა­და­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი­დევ ერთხელ გა­ა­ერ­თი­ა­ნა, ოღონდ... ამ­ჯე­რად თა­ვა­დაც შე­უ­ერ­თდა მათ დასს!

P.S.

ღუ­ღუ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ბევ­რი კო­მენ­ტა­რი გაჩ­ნდა მის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე", მათ შო­რის პირ­ვე­ლი­ვე სწო­რედ იმ ადა­მი­ანს ეკუთ­ვნის, ვინც ღუ­ღუ­ნი გა­მაც­ნო - ჩემს მე­გო­ბარს და ღუ­ღუ­ნის მე­გო­ბარს - მუ­სი­კოსს, მომ­ღე­რალს, პე­და­გოგს სი­ო­ნელ ქე­თე­ვან შარ­მი­აშ­ვილს, ამი­ტომ მეც სწო­რედ მისი სი­ტყვე­ბით გა­მო­ვე­თხო­ვე­ბი ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლაკს, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, მის ოჯახს კი ვუ­სამ­ძიმ­რებ ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, ვიცი, რომ იგი ყვე­ლას ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბა.

"სულ ცოტა ხნის წინ და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცეთ ერ­თმა­ნეთს - 24 თე­ბერ­ვა­ლი მე, 25 - შენ... ჩვე­უ­ლი ენერ­გი­ი­თა და ხა­ლი­სი­ა­ნი ხმით ვი­სა­უბ­რეთ...

მუ­დამ სი­ონ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მო­ნატ­რე­ბუ­ლი იყო... სულ მო­მე­ნატ­რე­ბი­თო...ჩა­მო­ვალ დარ­ჩე­ნი­თო... და­სარ­ჩე­ნი კი მთელ სი­ონ­ში ჰქონ­და...

ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლა­კი - სა­უ­კე­თე­სო ოჯა­ხის შვი­ლი, უნი­ჭი­ე­რე­სი და უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი მხატ­ვრის მე­უღ­ლე, ჩემი კა­რის მე­ზო­ბე­ლი, წლე­ბის მე­გო­ბა­რი ... ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად - ყვე­ლას მე­გო­ბა­რი...

ის ჩემ­თვის უბ­ნის "ტო­რო­ლა“ იყო, დი­ლის 6 სა­ა­თი­დან მისი ხა­ლი­სი­ა­ნი ფუს­ფუ­სი და გა­და­ძა­ხი­ლი ის­მო­და უბან­ში... ყვე­ლა სი­ო­ნე­ლის ოჯა­ხის წევ­რი იყო, ენერ­გი­უ­ლი, ხმა­უ­რი­ა­ნი, ყვე­ლას მომ­კი­თხა­ვი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ღი­მი­ლი­ა­ნი, "მა­რა­დი­უ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რი“ , ჩვე­ნი ღუღუ, რო­მე­ლიც, თურ­მე, აღარ გვყავს ამ დი­ლი­დან... რამ­დე­ნი მო­სა­გო­ნა­რი დამ­რჩა მე­გო­ბა­რო, რამ­დე­ნი სა­მახ­სოვ­რო ნივ­თი შენ­გან, რამ­დე­ნი სი­ტყვა მხო­ლოდ ჩვენ ორს შო­რის ნათ­ქვა­მი და რამ­დე­ნი დარ­დი და ტკი­ვი­ლი გა­ი­ყო­ლე მხო­ლოდ შენს გულ­ში...

ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბი სი­ონს, დაგ­ვაკ­ლდე­ბი უბანს, სა­მე­ზობ­ლოს...

წარ­მო­უდ­გე­ნელს ვწერ ახლა, რად­გან, შენს სიკ­ვდილს ვერ გა­ვი­აზ­რებ კი­დევ დიდ­ხანს, რო­გორც ამ წუ­თებ­ში...

სიმ­შვი­დე და სა­სუ­ფე­ვე­ლი და­გიმ­კვიდ­როს უფალ­მა, ჩემო ღუღუ, არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბი“...

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე


აგრეთვე იხილეთ: