რეგისტრაცია

ყველასთვის საყვარელი, ლეგენდარული მსახიობი გარდაიცვალა

ყველასთვის საყვარელი, ლეგენდარული მსახიობი გარდაიცვალა
28 Dec 2024, 13:46

ოლი­ვია ჰასი, რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა ჯუ­ლი­ე­ტას რო­ლის შეს­რუ­ლე­ბით, 1968 წლის ლე­გენ­და­რულ ფილმში „რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა“ 73 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

  • არ­გენ­ტი­ნა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და ლონ­დონ­ში გაზ­რდი­ლი მსა­ხი­ო­ბი პა­რას­კევს, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მის ოფი­ცი­ა­ლურ Instagram გვერ­დზე გავ­რცელ­და.

ჰას­მა „ოქ­როს გლო­ბუ­სი“ მო­ი­პო­ვა რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ახალ­ბე­და მსა­ხი­ობ­მა ჯუ­ლი­ე­ტას რო­ლის­თვის, თუმ­ცა წლე­ბის შემ­დეგ Paramount Pictures-ს უჩივ­ლა. ის აცხა­დებ­და, რომ 15 წლის ასაკ­ში გა­და­ი­ღეს ფილმში შიშ­ვე­ლი სცე­ნა­ში, რაც მან სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის აქ­ტად მი­იჩ­ნია.

მისი ასე­ვე ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი როლი იყო მა­რი­ა­მი, იე­სოს დედა, 1977 წლის მი­ნი­სე­რი­ალ­ში „იესო ნა­ზა­რე­თი­დან“.

“ჩვენ ვგლო­ვობთ ამ უდი­დეს და­ნა­კარგს, თუმ­ცა ასე­ვე ვზე­ი­მობთ ოლი­ვი­ას და­უ­ვი­წყარ გავ­ლე­ნას ჩვენს ცხოვ­რე­ბა­სა და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ზე,“ – ნათ­ქვა­მია ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ოლი­ვია ჰასი 1951 წელს ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში, არ­გენ­ტი­ნა­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა შვი­დი წლის ასაკ­ში ოჯახ­თან ერ­თად ლონ­დონ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც იტა­ლია კონ­ტის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და.

მისი კა­რი­ე­რა 15 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც რე­ჟი­სორ­მა ფრან­კო ძე­ფი­რე­ლიმ ის სცე­ნა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნა სპექ­ტაკლში „მის ჯინ ბრო­უ­დის ყვა­ვი­ლო­ბა“, სა­დაც ოლი­ვია ვა­ნე­სა რედგრე­ივ­თან ერ­თად თა­მა­შობ­და.

ძე­ფი­რე­ლი ეძებ­და ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს, რო­მე­ლიც იდე­ა­ლუ­რად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ჯუ­ლი­ე­ტას როლს შექ­სპი­რის პი­ე­სის სრულ­ყო­ფი­ლი კი­ნო­ვერ­სი­ის­თვის.

ჰასი და­ამ­ტკი­ცეს ჯუ­ლი­ე­ტას როლ­ზე, ხოლო რო­მე­ოს როლი 16 წლის ბრი­ტა­ნელ­მა მსა­ხი­ობ­მა, ლე­ო­ნარდ უა­ი­თინ­გმა შე­ას­რუ­ლა.

ფილმმა ოს­კარ­ზე ნო­მი­ნა­ცია მო­ი­პო­ვა სა­უ­კე­თე­სო ფილ­მი­სა და რე­ჟი­სო­რის კა­ტე­გო­რი­ებ­ში. ჰასი კი „ოს­კა­რის“ ნო­მი­ნა­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩა იმ წელს, როცა ბარ­ბა­რა სტრე­ი­ზან­დმა მთა­ვა­რი ჯილ­დო მო­ი­გო ფილ­მის­თვის „Funny Girl“.

თუმ­ცა „ოქ­როს გლო­ბუს­ზე“ ჰას­მა სა­უ­კე­თე­სო ახა­ლი ვარ­სკვლა­ვის ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო.

წლე­ბის შემ­დეგ ჰას­მა და უა­ი­თინ­გმა Paramount Pictures-ს უჩივ­ლეს. ისი­ნი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ძე­ფი­რე­ლიმ, რო­მე­ლიც 2019 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, უთხრათ, რომ შიშ­ველ სცე­ნებს არ გა­და­ი­ღებ­დნენ, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც აი­ძუ­ლა ამის გა­კე­თე­ბა.

მსა­ხი­ო­ბებ­მა 500 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი კომ­პენ­სა­ცია მო­ი­თხო­ვეს, რად­გან გა­ნა­ცხა­დეს, რომ ამ სცე­ნებ­მა მათ მძი­მე მო­რა­ლუ­რი ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნა და ფილ­მს უზარ­მა­ზა­რი ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა.

თუმ­ცა, 2023 წელს მო­სა­მარ­თლემ სარ­ჩე­ლი უარ­ყო, რად­გან სცე­ნა „საკ­მა­რი­სად სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის“ არ აღ­მოჩ­ნდა.

წყარო: ambebi.ge


აგრეთვე იხილეთ: