რეგისტრაცია

საშინელი კადრები!! თვითმფრინავს, ავარიული დაშვების შემდეგ, ცეცხლი გაუჩნდა

საშინელი კადრები!! თვითმფრინავს, ავარიული დაშვების შემდეგ, ცეცხლი გაუჩნდა
14 Mar 2025, 09:44

აშშ-ში, American Airlines-ის თვითმფრინავს, რომელსაც 178 მგზავრი გადაჰყავდა, დენვერის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვების შემდეგ, ცეცხლი გაუჩნდა.

მგზავრების ევაკუაცია თვითმფრინავის ფრთიდან მოხდა. სერიოზული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ არ გავრცელებულა, მაგრამ, ავიაკომპანიის განცხადებით, ხანძრიდან 3 საათის შემდეგ, 12 მგზავრი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, ხანძარი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 6 საათზე გაჩნდა მას შემდეგ, რაც Boeing 737-800 თვითმფრინავი, აშკარა ძრავის პრობლემების გამო, აეროპორტში გადამისამართდა.

საავიაციო ფედერალურმა ადმინისტრაციამ CBS News-ს განუცხადა, რომ American Airlines-ის რეისი 1006 კოლორადოს სპრინგსის აეროპორტიდან აფრინდა და დალას-ფორტ უორტის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც "ეკიპაჟმა ძრავის ვიბრაციის შესახებ შეტყობინება გაგზავნა".


აგრეთვე იხილეთ: