უბედური შემთხვევა კახეთში – 70 წლამდე კაცი ვენახში დაიწვა

კახეთში 70 წლამდე მამაკაცი ვენახში დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ვენახის ნარჩენებს წვავდა, რა დროსაც კვამლისგან გონება დაკარგა, ცეცხლმოდებული ტერიტორიიდან ვეღარ გააღწია და თავადაც ცეცხლში მოჰყვა.
ადგილზე სახანძრო- სამაშველო და სასწრაფო სამსახურის მობილიზაცია განხორციელდა, თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.