112 მოსახლეობას აფრთხილებს

112 მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. ამის შესახებ 112-მა მოსახლეობას შეტყობინება გუაგზავნა.
„გაცნობებთ, რომ 17 მარტიდან 21 მარტამდე საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 17 მარტის დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი.