ერთმანეთს 5 მანქანა და ტრაილერი შეეჯახა – ავარია ქარელში

ავარია მოხდა ქარელი – რუისის მონაკვეთზე. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ჯერ მსუბუქი ავტომანქანები, შემდეგ ხორბლით დატვირთული ტრაილერი შეეჯახა. დაზიანებულია 5 ავტომანქანა.
დაჯარიმდა 2 ავტომანქანის მძღოლი. სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არავის მიუღია.