დაღუპულია 25 წლის ბიჭი - რა უბედურება დატრიალდა და როგორ მოხდა მძიმე შემთხვევა?

რუსთავში ერთ-ერთ საწარმოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 25 წლამდე კაცი დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, ახალგაზრდა კაცი ამწეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ამწე ელექტროგადამცემ სადენებს შეეხო. დენის დარტყმის შედეგად კაცი ადგილზევე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ინფო რუსთავი