23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს მხოლოდ ის საქმე აკეთეთ, რომელშიც საკუთარი ფანტაზიის და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ. თუ შესაძლებელია, ამის გაკეთება სამუშაო ადგილზე ჯობს. შედეგები არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს კოლეგებსაც სასიამოვნოდ გააკვირვებს. ეცადეთ, საღამოს საყვარელ ადამიანს კულინარიული შედევრი დაახვედროთ.
კურო
ყველაფერს, რაც ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში ხდება, გაგრძელება ექნება. ეცადეთ, მომხდარს დადებითი მხრიდან შეხედოთ და მასში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. დატვირთული მუშაობის მიუხედავად, გირჩევთ, ოჯახური საქმიანობისა და დასვენებისთვის დრო გამონახოთ.
ტყუპები
ეცადეთ, აქტიური მუშაობისთვის განეწყოთ და სიზარმაცე დაივიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეგმილი საქმეებიდან ვერაფრის გაკეთებას შეძლებთ. ყველაფრის ერთდროულად კეთება შეუძლებელია, ამიტომ ერთი ან ორი მნიშვნელოვანი საკითხი აირჩიეთ და ეცადეთ, დღის ბოლომდე დაასრულოთ.
კირჩხიბი
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. სირთულეებთან გამკლავებას ადვილად ახერხებთ. ყურადღება მიაქციეთ კოლეგების შეცდომებს და ეცადეთ დასკვნები გამოიტანოთ - ასეთი გამოცდილება მუშაობის გაუმჯობესებაში და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა შოპინგისთვის - სავარაუდოდ, ხელსაყრელ ფასად ხარისხიანი ნივთების შეძენას შეძლებთ.
ლომი
ამ დღეს პირველმა შთაბეჭდილებამ შეიძლება მოგატყუოთ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ძალიან მალე სიტუაციის სწორად შეფასებას შეძლებთ და აზრს შეიცვლით. რამდენიმე დღით ახალ ნაცნობობას უნდა მოერიდოთ - ახლა ეს, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
ქალწული
როგორი მოუცლელიც არ უნდა იყოთ, ეცადეთ ოჯახის წევრებისთვის დრო გამონახოთ. დაეხმარეთ, თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ. მალე შეიძლება ამ ადამიანების მხარდაჭერა თავად დაგჭირდეთ. ეცადეთ ისედაც დაძაბული სიტუაცია უფრო არ გაამწვავოთ და პრობლემებს მარტივად შეხედოთ. ეს ჩხუბის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.