რეგისტრაცია

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
22 Mar 2025, 23:34

სასწორი

დღის პირველი ნახევარში უამრავი საინტერესო მოვლენა გელით. ეცადეთ, წვრილმანებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ და უმნიშვნელო ამბების გამო არ ინერვიულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდება. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, ძველი პირობა შეასრულოთ.

მორიელი

ბოლო დროს ცდილობთ რეალობას გაექცეთ და სასურველი სინამდვილედ მიიღოთ. ილუზიებში ცხოვრება კარგს არაფერს მოგიტანთ, ამიტომ ეცადეთ, თქვენი გეგმები და გადაწყვეტილებები რეალისტური იყოს. გირჩევთ პარტნიორს თქვენს გრძნობებზე და საერთო მომავალზე გულწრფელად ესაუბროთ.

მშვილდოსანი

საქმეებს, რომლებშიც სრულიად დარწმუნებული იყავით, შეცდომებს და სირთულეებს აღმოაჩენთ. ეცადეთ, საკუთარი ძალების და პროფესიონალიზმის გჯეროდეთ და მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ. იუმორის გრძნობა ნებისმიერი კონფლიქტის განმუხტვაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

სასურველი შედეგის მისაღებად საქმის მიმართ მიდგომა უნდა შეცვალოთ - არასტანდარტული ხედვა საქმეს გაგიმარტივებთ. ხელსაყრელი დღეა საინტერესო საქმის დაწყების ან მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრისთვის. გამორიცხული არ არის, რომ მოგებიან პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზონ.


მერწყული

ეს დღე ხელოვანი მერწყულებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება. კარგად დაფიქრდით შესაძლებელია თუ არა თქვენი ჰობის და გავლენიანი ადამიანების დახმარებით შემოსავალი ან პოპულარობა მოიპოვოთ. გირჩევთ საკუთარ ნიჭზე და უნარებზე მეტი ისაუბროთ.

თევზები

რთული და ემოციურად დატვირთული დღე გელით. პრობლემების მოგვარებას გუნდური მუშაობით და თანამოაზრეების დახმარებით შეძლებთ. ვარსკვლავები თქვენს გვერდით არიან, ამიტომ რთულ ამოცანებთან გამკლავების არ უნდა შეგეშინდეთ.


აგრეთვე იხილეთ: