რეგისტრაცია

ტრაგედია ბათუმში - სამგზავრო მატარებელი ბავშვს დაეჯახა

ტრაგედია ბათუმში - სამგზავრო მატარებელი ბავშვს დაეჯახა
08 Apr 2025, 20:27

ბათუმში, სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

„უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.

ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.


აგრეთვე იხილეთ: