„ამიშარდა. წავიდა... ავტომატი გამოიტანა, უნდა მოგკლაო“ - ინციდენტი სოფელ ხიდისთავში

ინციდენტი სოფელ ხიდისთავში - ადგილობრივმა მცხოვრებმა რამინ აბულაძემ პოლოციას დახმარების თხოვნით მიმართა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აბულაძის თქმით, მას თანასოფლელი, 40 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკვლით დაემუქრა.
ბაღს ვღობავდი, ჩამოიარა მანქანით, ამიშარდა. წავიდა სახლიდან და ავტომატი გამოიტანა, უნდა მოგკლაო. დედამისმა დაიჭირა. მაგის სახლი კამერებით არის აღჭურვილი და ამ ყველაფრის კადრები არსებობს”,-ამბობს აბულაძე.
მისივე თქმით, რეაგირების მიზნით პოლიციას მიმართა, ადგილზე ხიდისთავის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
მოვიდნენ, მომაქციონ ყურადღება, ეს კაცი სულ ასე დათარეშობს სოფელში, ამბობს ბიზნესმენი ვარ და პარლამენტში ვმუშაობო” - ამბობს რამინ აბულაძე.