გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის დედა მძიმე მიმართვას ავრცელებს

14 ივნისს, გონიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე დაიღუპა.
მეგი ჯაიანის დედა ლამარა სურმანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დე ჩემო გულის და სულის ნაწილო, როგორ დაგტრიალებს თავს ყველა და გეფერება. დე, გიწყობენ და გილამაზებენ შენს ახალ სახლს. დე, დიდი თუ პატარა ყველა მონაწილეობს. დე, იტყვიან ადამიანი რომ მოკვდება ყველას მაშინ
უყვარდებაო, მაგრამ, შენს შემთხვევაში ასე არ არის ჩემო დედიკუნა. დარწმუნებული ვარ შენ მართლა ყველას გულით უყვარდი. დე, შენი წრფელი და სუფთა გულით შვილო ყველა გეცოდებოდა ყველას ტკივილი გულთან მიგქონდა.
დე, ეხლა შენი დიდი ტკივილი მიიტანა ყველამ გულთან. შვილო ერთი წუთით მარტო არ გტოვებენ შენი და ნაზის სამეგობრო. დე, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. შვილო ისეთი გამწარებული ვარ. დედიკუნი მენატრები ჩემო დედიკუნა.
ალბათ, მალე შევხდებით. დე, და იქ მაინც ჩაგიკრავ გულში და დაგიცავ. დე, აქ ვერ დაგიცავი შვილო მაპატიე, დე გთხოვ… მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. ენატრები შენს გამწარებულ დედას შვილო ძალიან “, – წერს ლამარა სურმანიძე.