რეგისტრაცია

“ბავშვს 5-მდე ძაღლი თავს დაესხა”- რა მოხდა ბათუმში

“ბავშვს 5-მდე ძაღლი თავს დაესხა”- რა მოხდა ბათუმში
27 Jun 2025, 23:48

ბათუმში, 5-მდე ძაღლი ბავშვი თავს დაესხა და დაკბინა.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია, TV25-ი ავრცელებს.

შემთხვევა გუშინ საღამოს, თამარის დასახლებაში მოხდა.

მშობელი ჰყვება, რომ ბავშვი მასთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა. მაღაზიიდან გამოსვლის შემდგომ კი მოზარდი მანქანისკენ წავიდა, რა დროსაც მას თავს 5 ძაღლი დაესხა და დაკბინა.

მოზარდს ნაკბენები სახის არესა და ფეხზე აღენიშნება.

„რატომ ვერ უნდა შევძლოთ მშვიდად გასეირნება ჩვენი ქალაქის ქუჩებში? გახსენით თავშესაფარი და წაიყვანეთ ეს ძაღლები იქ“, – ამბობს მოზარდის მშობელი.


აგრეთვე იხილეთ: