29 ივნისის საღამოდან ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).