რეგისტრაცია

16 წლის ბიჭი საშინელ ავარიას ემსხვერპლა! - დიდი სისწრაფით მოტოციკლეტით მოდიოდა... ექიმებმა ვეღარაფერი შეძლეს

16 წლის ბიჭი საშინელ ავარიას ემსხვერპლა! - დიდი სისწრაფით მოტოციკლეტით მოდიოდა... ექიმებმა ვეღარაფერი შეძლეს
01 Jul 2025, 15:28

ავტოსაგზაო შემთხვევას ხონის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა. 16 წლის მოზარდი მოტოციკლს მართავდა და ელექტრობოძს შეეჯახა.

არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის მცხოვრებია.

„ხონში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი აღარ არის ჩვენს გვერდით - დიდი დანაკლისი და ენით აღუწერელი ტკივილია. გულსატკენია, რომ წარსულის მწარე გამოცდილებამ საკმარისად არ დაგვაფიქრა და სიფრთხილისკენ არ მოგვიწოდა.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მიმართ. გთხოვთ ყველას, ვიყოთ ფხიზლად! თითოეულმა წინდახედულმა ნაბიჯმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს", - აღნიშნულია ხონის მერიის განცხადებაშია.


აგრეთვე იხილეთ: